The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ანდრონიკაშვილი

დაბადების თარიღი:1754
გარდაცვ. თარიღი:3 ივნისი, 1782  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქეთევან პაპუნას ასული ანდრონიკაშვილი იყო გიორგი ბატონიშვილის(შემდგომში გიორგი XII) პირველი მეუღლე.

1778 წლის ოქტომბერში შიდა ქართლიდან თბილისში მიმავალ ქეთევან ანდრონიკაშვილს ღართისკართან დაუხვდა ხუთასამდე ლეკი. ქეთევანს თან ახლდა სამასამდე ცხენოსანი–მორიგე ჯარის რაზმი. გულადმა ქალმა თვითონ იკისრა მცველთა მეთაურობა და სასტიკად დაამარცხა ლეკთა მოთარეშე რაზმი. ერეკლე II ამალით შეეგება თავის რძალს და პატივის ნიშნად აღლუმი გაუმართა. იგი მონაწილეობას იღებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.153


გააზიარე: