შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან დვალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს. 1951-1952წწ. იყო მოსკოვის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური ქირურგიული კათედრის თანამშრომელი; 1952-1956წწ. მუშაობდა მოსკოვის II, ხოლო 1957-1958წწ. მოსკოვის I კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1958-1961წწ. იყო საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1961-1967წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1967-1983წწ. ზოგადი ქირურგიული კათედრის პროფესორი; 1970 წლიდან იყო თბილისის მთავარი ქირურგი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის ქირურგთა საზოგადოების მუშაობაში; მისი სამეცნიერო შრომები ეხება ქირურგიის აქტუალურ საკითხებს; არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.391 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |