The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ კელაპტრიშვილი

ომარ კელაპტრიშვილი
Date of birth:1 January, 1943
Date of death:16 August, 1992  (at 49 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი.

დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის თბილისის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელი 1964 წელს(ხალხურ საკრავთა განყოფილება).

1971–1972წწ. სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ფლეიტის კლასი); მან რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ოქროსა და I ხარისხის მედალი დაიმსახურა; ანსამბლ "რუსთავის დაარსებიდან", მისი ღირსეული და უცვლელი წევრი, ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი იყო; სალამურზე მაღალი ოსტატობით უკრავდა ქართველ და სხვა კომპოზიტორთა რთულ მუსიკალურ ნაწარმოებებს; მან გააფართოვა სალამურის რეპერტუარი და აღმოაჩინა ამ საკრავისათვის მანამდე უცნობი შესაძლებლობები; მას ყველგან ვირტუოზი შემსრულებლის სახელით ამკობდნენ; მან დააარსა ანსამბლი "იავნანა", რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად "კელაპტარი" დაერქვა; მოგზაურობდა საქართველოს ყველა კუთხეში და აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს; მას დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში, მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სალამურმა მთელი მსოფლიო მოიარა; საერთაშორისო ფესტივალების(1970, ქ. კონფოლანი, საფრანგეთი, 1980, 1990, ქ. კიოლნი, გერმანია) ლაურეატი, პირველი ადგილი და ოქროს მედალი; მის პატივსაცემად კავთისხევის საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა; თბილისში, საცხოვრებელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიც მისი სახელობისაა, აქვე აღმართულია ბიუსტი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 133; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 616

Awards and Honors

  • 1990 - საერთაშორისო ფესტივალი(გერმანია)
  • 1989 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1980 - საერთაშორისო ფესტივალი(გერმანია)
  • 1970 - საერთაშორისო ფესტივალი(საფრანგეთი)

Share: