The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირა ანდრონიკაშვილი

კირა ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:24 თებერვალი, 1960  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1926–1928 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, ხოლო 1929–1931 წლებში სწავლობდა მოსკოვში ი. ზავადსკის თეატრ–სტუდია; დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1936 წელს.

1923 წლიდან თავის დასთან, ნატო ვაჩნაძესთან ერთად იღებდნენ ფილმებში. ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ელისოს როლმა ფილმში "ელისო"(1928). შესრულებული აქვს როლები: ჯამალა("მიწას სწყურია", 1930, "ვოსტოკფილმი"), სტეფანეს ცოლი("შავ მთებში", 1941), მაგდანა ხელაშვილი("ის კიდევ დაბრუნდება", 1943), ალის დედა("ზვიგენის კბილი", 1959) და სხვ. 1950 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" სადუბლაჟო ფილმების რეჟისორად მეორე რეჟისორად მხატვრულ ფილმებზე. 1950–1960 წლებში მისი რეჟისორობით ქართულ ენაზე დუბლირებული იყო 15–მდე უცხოური ფილმი, მათ შორის "ოტელო", "იდიოტი", "წყნარი დონი" და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.153

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: