The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი დვალიშვილი

გივი დვალიშვილი
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1999  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1953 წელს.

1954-1968წწ. იყო საქართველოს სახტელერადიო კომიტეტის ლიტერატურულ–დრამატურგიულ გადაცემათა მთავარი რედაქტორი; 1968-1979წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მთავარ რედაქტორად; დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი სატელევიზიო და დოკუმენტური ფილმებისათვის, მათ შორის აღსანიშნავია – "მინდვრის ყვავილი" (1974), "მადლი მიწისა" (1982); ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც; ქართულ ენაზე თარგმნიდა მხატვრული ფილმების სადუბლიაჟო ტექსტს; აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს კინოს შესახებ; კინოსცენარისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.393

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობა, მდივანი (1979-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: