The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ანდრონიკაშვილი

ოფიციალური სახელი:მელქისედეკ ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1822
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მალხაზ (მელქისედეკ) ანდრონიკაშვილი იყო(გარდაიცვალა დაახლოებით 1822 წელს), ქართლ–კახეთისა და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური მოღვაწე, იულონ ბატონიშვილის ეშიკაღასბაში(ცერემონიალისა და კარის დაცვის უფროსი). სახელი გაითქვა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცოლად ჰყავდა არჩილ იმერთა ბატონიშვილისა და ერეკლე II–ის ქალის-ელენეს ასული მაია(მარიამი), სოლომონ II–ის და. 1789 წელს მათხოჯის ბრძოლაში დაამარცხა სოლომონ II-ის მოწინააღმდეგე დავით გიორგის ძე და სოლომონ II-ს გზა გაუკაფა ტახტისაკენ. მადლიერმა სოლომონმა საცხოვრებლად იმერეთში მიიწვია და სვერის მიდამოებში უბოძა მამული 800 კომლი გლეხითურთ. 1801 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მალხაზ ანდრონიკაშვილს მიმოწერა და კავშირი ჰქონდა ირანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან. 1810 წელს, იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუსეთის ჯარს. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გაიქცა ახალციხეში. აქედან სოლომონ II-ის დავალებით ჯერ ოსმალეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, შემდეგ კი ირანში. 1815 წელს ჩავიდა ერევანში, ეჩმიაძინში და სომეხთა კათალიკოსის შუამდგომლობით საქართველოს მთავარმართებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო. ჩამოვიდა საქართველოში და გარდაცვალებამდე კახეთში ცხოვრობდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.152


გააზიარე: