შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელო ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კარდანახი, გურჯაანის რაიონი. სცენაზე პირველად გამოვიდა 1898 წელს სოფელ წრომის(ახლანდელი ხაშურის რაიონი)სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში. 1900–1903 წლებში მონაწილეობდა ავჭალის აუდიტორიის(მუშათა თეატრის) წარმოდგენებში. 1903–1904 წლებში მსახიობად მუშაობდა კავკასიის სცენისმოყვარეთა წრეში. 1905–1907 წლებში იყო პარიზის სორბონის უნივერსიტეტის მსმენელი. პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1907 წელს. სხვადასხვა დროს მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის, აგრეთვე ბაქოს ქართული თეატრის დასში. იყო "მოგზაური დასის"(ბათუმი) ერთ–ერთი დამაარსებელი და წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: კაროჟნა(დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), გაიანე, რუქაია(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ჰანელე(გ. ჰაუპტმანის "ჰანელე"), კატიუშა მასლოვა(ლ. ტოლსტოის "აღდგომა"), ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო") და სხვ. ელო ანდრონიკაშვილი იყო საქართველოში საბავშვო თეატრის შექმნის ერთ–ერთი ინიციატორი. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. თარგმნა ო. უალდის "პადუის დედოფალი", გ. კადელბურგის "შავი ლაქა", ა. ოსტროვსკის "უმზითვო", "უდანაშაულო დამნაშავენი", ი. ლენდიელის "ტაიფუნი" და სხვა პიესები. ცნობილი იყო როგორც ქართული და აღმოსავლური ცეკვების ჩინებული შემსრულებელი. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |