The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელო ანდრონიკაშვილი

ელო ანდრონიკაშვილი
ოფიციალური სახელი:ელენე ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1883
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 1956  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მოცეკვავე, მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარდანახი, გურჯაანის რაიონი.

სცენაზე პირველად გამოვიდა 1898 წელს სოფელ წრომის(ახლანდელი ხაშურის რაიონი)სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში. 1900–1903 წლებში მონაწილეობდა ავჭალის აუდიტორიის(მუშათა თეატრის) წარმოდგენებში. 1903–1904 წლებში მსახიობად მუშაობდა კავკასიის სცენისმოყვარეთა წრეში. 1905–1907 წლებში იყო პარიზის სორბონის უნივერსიტეტის მსმენელი. პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1907 წელს. სხვადასხვა დროს მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის, აგრეთვე ბაქოს ქართული თეატრის დასში. იყო "მოგზაური დასის"(ბათუმი) ერთ–ერთი დამაარსებელი და წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: კაროჟნა(დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), გაიანე, რუქაია(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ჰანელე(გ. ჰაუპტმანის "ჰანელე"), კატიუშა მასლოვა(ლ. ტოლსტოის "აღდგომა"), ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო") და სხვ. ელო ანდრონიკაშვილი იყო საქართველოში საბავშვო თეატრის შექმნის ერთ–ერთი ინიციატორი. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. თარგმნა ო. უალდის "პადუის დედოფალი", გ. კადელბურგის "შავი ლაქა", ა. ოსტროვსკის "უმზითვო", "უდანაშაულო დამნაშავენი", ი. ლენდიელის "ტაიფუნი" და სხვა პიესები. ცნობილი იყო როგორც ქართული და აღმოსავლური ცეკვების ჩინებული შემსრულებელი. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.151

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: