შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1941 წელს და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947–1954წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის რეჟისორი. მუშაობადა აგრეთვე ბათუმის, ქუთაისის და გორის დრამატულ თეატრებში. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: ვაჟა–ფშაველას "მოკვეთილი", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური" და სხვ. როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო მულტიპლიკაციური ფილმები: "ვეფხვი და ვირი"(1960), "ქოთნის დღეობა"(1963), "სათაგური"(1965), "აურუმ–79"(1966), "სევდიანი რომანი"(1967), "მომთვინიერებელი"(1970), "ხე"(1973), "სტუმარი"(1975), "ბუზღუნა"(1977), "ეკა და ბეკეკა"(1978), "არაჩვეულებრივი ნადირობა"(1980), "ძველი თბილისის სურათები"(1982) და სხვ.; 1955-1959წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", მეორე რეჟისორი; 1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე სტუდიის მულტგაერთიანების დამდგმელი რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ოქრო"(ანიმაციური, 1966), "უჩვეულო ნადირობა"(ანიმაციური, 1980); გადაღებულია ფილმში: "ქვიშანი დარჩებიან"(1976). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.152; geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |