The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ფარჯიანი

ირაკლი ფარჯიანი
Date of birth:22 May, 1950
Date of death:23 December, 1991  (at 41 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1974 წელს.

1976 წლიდან ეწეოდა თავისუფალ შემოქმედებით მუშაობას. მან გადაწერა და დაასურათა იოანეს, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარება, ასევე დაასურათა ჰომეროსის "ოდისეა", გოეთეს "ფაუსტი", ქართული მითები და ლეგენდები, გერმანული და ქართული ზღაპრები, გალაკტიონ ტაბიძის პოეზია. განსაკუთრებით გამოირჩევა მისი აბსტრაქტული კომპოზიციები და ფერწერული ტილოები რელიგიურ თემებზე. მანვე შექმნა პორტრეტების სერია. პერსონალური გამოფენები: 1994 წელი – "გერმანული ციკლი", გალერეა "ვაჩა", თბილისი საქართველო; 1994 წელი – გოეთეანუმი, დორნახი, შვეიცარია; 1995 წელი – "მეტაფიზიკური ლანდშაფტი", გალერეა "TMS", თბილისი საქართველო; 1996 წელი – სორბონის უნივერსიტეტის ტაძარი, პარიზი, საფრანგეთი; 1997 წელი – გრეგორის უნივერსიტეტი, რომი, იტალია; 1998 წელი – "თანამედროვე ხელოვნების გალერეა", თბილისი, საქართველო; 1998 წელი – "ხარება და ყვავილები", "ძველი გალერეა", თბილისი საქართველო;  1999 წელი – "მანგლისის ციკლი", "ძველი გალერეა", თბილისი საქართველო; 2000 წელი – "მხატვარი და მოდელი", "ძველი გალერეა", თბილისი საქართველო; 2000 წელი – საიუბილეო პერსონალური გამოფენები: ეროვნული გალერეა, "TMS", "N" გალერეა, გალერეა "შარდენი", "ძველი გალერეა", თბილისი საქართველო; 2000 წელი – გალერეა "შარდენი", თბილისი საქართველო; 2002 წელი – გალერეა "TMS", თბილისი საქართველო; 2002 წელი – გალერეა "ჰობი", თბილისი საქართველო; 2004 წელი – გალერეა "ბაია", თბილისი საქართველო.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 30-31; burusi.wordpress.com; პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge

Awards and Honors

  • 1996 - ფიროსმანის სახელობის პრემია
  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: