The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ანდრონიკაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

პაატა ანდრონიკაშვილი იყო ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო  მოღვაწე, ერეკლე II–ის ერთგული თანამებრძოლი. XVIII საუკუნის I-ის პირველ ნახევარში ერეკლე II–მ პაატა ანდრონიკაშვილი საგანგებოდ მიავლინა საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთში. იქ მან რუსეთის არმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70-იან წლების I ნახევარში სამშობლოში დაბრუნდა,  სადაც  საარტილერიო საქმის ხელმძღვანელად დანიშნეს. 1778 წელს სამეფო არტილერიის მეთაურობა(თოფჩიბაშობა) უბოძეს. პაატა ანდრონიკაშვილი ხელმძღვანელობდა  სამხედრო და მანუფაქტურული წარმოების ევროპულ წესზე გარდაქმნას, რაც ერეკლე II-ის თაოსნობით დაიწყო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.153


გააზიარე: