The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ანდრონიკაშვილი

ქეთევან ანდრონიკაშვილი
ოფიციალური სახელი:ქეთევან ზურაბიშვილი
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1862
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1941  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი.

1880–1883 წლებში მონაწილეობდა თელავის სცენისმოყვარეთა წარომდგენებში. 1883–1893 წლებში იყო 1879 წელს განახლებული თბილისის ქართული პროფესიული თეატრის მსახიობი. 1892–1917 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბაქოში, სადაც გამოდიოდა საქველმოქმედო მიზნით გამართულ წარმოდგენებში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბაქოს ქართული თეატრის დაარსებაში. 1917 წელს იგი თბილისში გადმოვიდა, ხელმძღვანელობდა მუშათა დრამატულ კოლექტივებს. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის, ბათუმის, ველისციხის თეატრების წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს დრამატული და სახასიათო როლები: თამარი, სალომე(ა. წერეთლის "თამარ ცბიერი", "კინტო"), ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), მარინე(ვ. გუნიას "და–ძმა"), მამიდა(ტ. რამიშვილის "სტუმარ–მასპინძელი"), ხანუმა(ა. ცაგარელის "ხანუმა"), კრუჩინინა(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") და სხვ. ქეთევან ანდრონიკაშვილი იყო ცეკვა "ქართულის" ცნობილი შემსრულებელი. 1922 წელს თბილისში გახსნა ქართული ხალხური ცეკვის პირველი სტუდია. 1925–1940 წლებში იყო საქართველოს კინოსტუდიის მსახიობი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.153; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.163

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1933 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: