Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი. 1880–1883 წლებში მონაწილეობდა თელავის სცენისმოყვარეთა წარომდგენებში. 1883–1893 წლებში იყო 1879 წელს განახლებული თბილისის ქართული პროფესიული თეატრის მსახიობი. 1892–1917 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბაქოში, სადაც გამოდიოდა საქველმოქმედო მიზნით გამართულ წარმოდგენებში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბაქოს ქართული თეატრის დაარსებაში. 1917 წელს იგი თბილისში გადმოვიდა, ხელმძღვანელობდა მუშათა დრამატულ კოლექტივებს. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის, ბათუმის, ველისციხის თეატრების წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს დრამატული და სახასიათო როლები: თამარი, სალომე(ა. წერეთლის "თამარ ცბიერი", "კინტო"), ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), მარინე(ვ. გუნიას "და–ძმა"), მამიდა(ტ. რამიშვილის "სტუმარ–მასპინძელი"), ხანუმა(ა. ცაგარელის "ხანუმა"), კრუჩინინა(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") და სხვ. ქეთევან ანდრონიკაშვილი იყო ცეკვა "ქართულის" ცნობილი შემსრულებელი. 1922 წელს თბილისში გახსნა ქართული ხალხური ცეკვის პირველი სტუდია. 1925–1940 წლებში იყო საქართველოს კინოსტუდიის მსახიობი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.153; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.163 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |