Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით დვალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1970 წელს. 1970-1980წწ. იყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1980-1983წწ. თბილისის ს. ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობი; 1983 წლიდან მოღვაწეობს თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; შესრულებული აქვს როლები: ივანე (მ. ჯავახიშვილი "ჯაყოს ხიზნები"), დე სილვა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე(პ. კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი"), ნოე ჟორდანია (გ. ქართველიშვილის "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი"); გადაღებულია ფილმებში, მათ შორის: კობერიძე ("არმია – ჩემი სიყვარული"), მიხო ("ზოგი ჭირი მარგებელია", 1982), მოსამართლე ("მონანიება", 1984), ობობა ("ჯადოქრის ბეჭედი", 1992). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.393 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |