შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ანდრონიკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტროგრადი. 1920 წელს ოჯახთან ერთად პარიზში გადასახლდა. საშუალო განათლება მიიღო ინგლისსა(სიფორდის კოლეჯი) და საფრანგეთში(ჟერსონის სკოლა, ჟანსონ დე სელის ლიცეუმი). უმაღლესი განათლება–სორბონის უნივერსიტეტსა და სენტ–სერჟის ორთოდოქსული თეოლოგიის ინსტიტუტში. 1946 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში(ოფიციალური თარჯიმანი ინგლისურ და რუსულ ენებში), შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატში(სრულუფლებიანი მინისტრის რანგში). ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა კოლეჯსა და უმაღლეს სასწავლებელში(პარიზის დოფინის უნივერსიტეტი, სენტ–სერჟის ინსტიტუტი და სხვ.) იყო თარჯიმანთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ასოციაციის დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტი, რელიგიის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, რუსეთის დიდგვაროვანთა კავშირის წევრი და სხვ. თხზულებები: "ვარსკვლავთა სიკვდილი"(1947), "დღესასწაულთა არსი"(1970), "პასკალის ციკლი"(1985), "ლიტურგიის არსი"(1988). შესრულებული აქვს თარგმანები ინგლისურიდან და რუსულიდან(დ. მერეჟკოვსკი, ვ. კლიუჩევსკი, თ. დოსტოევსკი, რ. ბრედბერი, ვ. ზენკოვსკი, ნ. ბერდიაევი, პ. ფლორენსკი, მ. ბულგაკოვი და სხვ.). მიღებული აქვს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოები: ღირსების ეროვნული ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი, წმინდა მიქაელის ორდენი. საფრანგეთის საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.154
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |