შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოველ დვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დვალიშვილები, ვანის რაიონი. გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჩაერთო საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიაში; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს 1924 წლის აგვისტოს საერთო–ეროვნულ აჯანყებაში, რომლის ჩახშობის შემდეგ, 1924 წლის სექტემბერში დააპატიმრა "ჩეკამ"; განთავისუფლების შემდეგ, 1925-1934წწ. ეწეოდა აქტიურ იატაკქვეშა პოლიტიკურ საქმიანობას; 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს მეტეხის ციხეში; შინსახკომის ეგრეთ წოდებული "დიდი სამეულის" გადაწყვეტილებით დახვრიტეს; საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.393 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |