The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ დვალიშვილი

დაბადების თარიღი:30 მარტი, 1928
გარდაცვ. თარიღი:6 მაისი, 1987  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1950 წელს; მოსკოვის უმაღლესი პარტსკოლა 1967 წელს.

1954-1957წწ. მუშაობდა გაზეთ "ნორჩი ლენინელის" და 1957-1960წწ. გაზეთ "თბილისის" ლიტმუშაკად; 1961-1965წწ., 1967-1968წწ., 1983-1987წწ. გაზეთ "კომუნისტის" განყოფილების გამგედ; 1968-1972წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის პროპაგანდის რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1980-1982წწ. ტელევიზიის პროგრამების რედაქციის დირექტორი; 1980-1983წწ. სოციოლოგიური კვლევისა და სამეცნიერო პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1987 წელს გაზეთ "სახალხო განათლების" რედაქტორი; არის პიესების – "იკარუსის მოსვლამდე" და "ჩვენს პატარა სავარძელში" ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.393

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1957-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: