შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ ჩილაჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭითაწყარო, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1970 წელს. 1967 წელს მიავლინეს უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. 1970 წლიდან ცხოვრობს კიევში. მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სხელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად; 1992-2005წწ. უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარალელურად უკრაინის დედაქალაქის წამყვან უნივერსიტეტებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას; კიევის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ კადრთა სახელმწიფო აკადემიაში ხელმძღვანელობდა უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრას, დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციას; 2005-2010წწ. უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |