The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ შენგელაია

ნიკოლოზ შენგელაია
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1901
გარდაცვ. თარიღი:4 იანვარი, 1943  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ობუჯი, წალენჯიხის რაიონი.

1919 წელს დაიწყო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე. 1922 წლიდან წერდა ლექსებს; 1923-1924წწ. მუშაობდა საბჭოთა სავაჭრო ფლოტში; 1924 წელს კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია იგი რეჟისორის ასისტენტად ფილმზე "ქარიშხლის წინ"; 1926-1927წწ. სერგო კლდიაშვილთან ერთად დაწერა სცენარი ფილმებისთვის "სამანიშვილის დედინაცვალი" და "გაფლანგვა"; 1927 წლიდან დაიწყო რეჟისორობა. პირველი ფილმი "გიული" მან ლეო პუშთან ერთად გადაიღო იმავე წელს. მის შემოქმედებაში მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეული ფილმი იყო ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების მოტივებზე გადაღებული "ელისო", რომელიც მან 1928 წელს გადაიღო. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "გიული"(1927), "ელისო" (1928), "Двадцать шесть комиссаров" (აზ., 1933), "ნარინჯის ველი" (1937), "სამშობლო" (1939), "შავ მთებში" (1941), "ის კიდევ დაბრუნდება"(1943); სცენარის ავტორია ფილმებისა: "სამანიშვილის დედინაცვალი" (1926), "გიული" (1927), "გაფლანგვა" (1927), "ელისო" (1928),  "Двадцать шесть комиссаров" (აზ., 1933), "ნარინჯის ველი" (1937), "სამშობლო" (1939).  "შავ მთებში" (1941), "ის კიდევ დაბრუნდება" (1943). თარგმნილი აქვს ვლადიმირ მაიაკოვსკის ლექსები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.10.-თბ.,1986.-გვ.716; წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.345

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - სტალინური პრემია
  • 1935 - რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: