შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კვალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს (ვოკალის განხრით). 1925–1926წწ. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში; 1926 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი; დადგმული აქვს: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა", "მაზეპა", "პიკის ქალი", ბოროდინის "თავადი იგორი", როსინის "სევილიელი დალაქი", პუჩინის "ბოჰემა"; 1939–1940წწ. მუშაობდა სსრკ მოსკოვის დიდ თეატრში; მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერის" დიდი თეატრის სცენაზე დადგმაში; ავტორია მემუარების ორი წიგნისა (რუსულ ენაზე, I-1969, II–1975), რომლებიც ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 135 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |