The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა კიკნაძე

შოთა კიკნაძე
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1920
გარდაცვ. თარიღი:4 აპრილი, 1998  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საღანძილე, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს(ვოკალური განხრით).

1951–1978წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; მას ჰქონდა ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმა (ბარიტონი), მიმზიდველი გარეგნობა; შესრულებული აქვს პარტიები: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ჩალხია(ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), რობერტი, ონეგინი(პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა", "ევგენი ონეგინი"), ჟერმონი, გრაფი დი ლუნა (ვერდის "ტრავიატა", "ტრუბადური"), ფიგარო (როსინის "სევილიელი დალაქი"), დონ–ჯოვანი(მოცარტის "დონ–ჯოვანი"), ვალენტინი(გუნოს "ფაუსტი"), სილვიო (ლეონკავალოს "ჯამბაზები"); მონაწილეობდა ქ. საარბრიუკენში ზ. ფალიაშვილის "დაისისა" (1973, კიაზოს პარტია) და პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალის" (1974, ელეცკის პარტია) წარმოდგენებში; გასტროლებით შემოიარა ყოფილი სსრკ-ის ქალაქები და საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 137;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 36

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: