The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლილე კილაძე

ლილე კილაძე
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1928
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1978  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დირიჟორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა მოსკოვში 1945–1950წწ.(ჩელოს კლასში), 1950–1955წწ.(სადირიჟორო კლასში).

1954–1957წწ. მუშაობდა ქ. სარატოვის ოპერისა და ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად; 1959 წლიდან საქართველოს ტელერადიოს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო; სისტემატურად მართავდა კონცერტებს; პროპაგანდას უწევდა ქართულ მუსიკას; მისი, როგორც დირიჟორის დიდი დამსახურებაა, რომ ქართველი მსმენელი ეზიარა მსოფლიო უნიკალური ხელოვნების არაერთ ნიმუშს, ქართველ, მათ შორის ახალგაზრდა კომპოზიტორთა ნაწარმოებებს; იყო ქართველი კომპოზიტორების – შ. მშველიძის, რ. გაბიჩვაძის, ს. ნასიძის, ს. ცინცაძის, ო. თაქთაქიშვილის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი; მისი დირიჟორობით საქართველოში პირველად შესრულდა ჰაიდნის ორატორია "წელიწადის დრონი", ბრუკნერის მე–6 სიმფონია, ჰინდემითის სიმფონია "მხატვარი მატისი"; გარდაიცვალა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ორკესტრის საფინალო აკორდისთანავე; 1979 წელს(სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 138

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1977 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: