The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბათუ კრავეიშვილი

ბათუ კრავეიშვილი
ოფიციალური სახელი:ბართლომე კრავეიშვილი
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1970  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1935 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს.

1937 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1939–1941წწ. გამოდიოდა სსრკ მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე; მან შექმნა მრავალი ვოკალურ–სცენური სახე: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვუილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), აბდუშაჰილი (ა. კერესელიძის "ბაში–აჩუკი"), გოჩა (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), თავადი იგორი (ბოროდინის "თავადი იგორი"), ელეცკი, ონეგინი, რობერტი (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"),  ჟერმონი, ამონასრო (ვერდის " ტრავიატა", "აიდა"), ესკამილიო (ბიზეს "კარმენი"); გამოირჩეოდა ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმით (ბარიტონი), არტისტული ტემპერამენტით; 1958 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; ავტორია მემუარების, წიგნებისა ქართულ და რუსულ ენებზე – "დაუვიწყარი" (1966, 1970); გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "დაკარგული სამოთხე" (1938, დ. რონდელი), "გიორგი სააკაძე" (1942, მ. ჭიაურელი), "ქეთო და კოტე" (1948, ვ. ტაბლიაშვილი).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 147

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: