| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლგა კუზნეცოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს. 1956 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(სოპრანო); შეასრულა სოპრანოს თითქმის ყველა წამყვანი პარტია, მათ შორის – შორენა(შ. მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა"), ნინო(დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი"); გასტროლებს მართავდა სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნებში; პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(დოცენტი); 2001 წლიდან მოღვაწეობდა სანკტ პეტერბურგში. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 148 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

