The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე სარაჯიშვილი

პეტრე სარაჯიშვილი
Date of birth:9 May, 1894
Date of death:22 February, 1984  (at 89 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1917 წელს.

1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში. 1924–1925 წლებში სამუშაოდ მივლინებული იყო მოსკოვში(გ. როსოლიმოს კლინიკა), ხოლო 1927–1928  წელს–საფრანგეთში(გ. გილენის კლინიკა). 1937-1961 წლებში  განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრას. 1958 წლიდან  ხელმძღვანელობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს. პეტრე სარაჯიშვილმა შეისწავლა ეპილეფსიის პათოგენეზი და კლინიკური კლასიფიკაცია, კაროტიდული სინუსის გავლენა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე. მან პირველმა აღწერა ნეირო-აქილიური სინდრომი და სხვ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1936), პროფესორი(1937), ნევროპათოლოგი.

წყარო: ქსე: ტ.9.–თბ.,1985.–გვ.100

 

Member of Organizations

  • ბულგარეთის ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოება , საპატიო წევრი
  • დიდი საბჭოთა ენციკლოპედია , რედაქტორ-კონსულტანტი
  • დიდი სამედიცინო ენციკლოპედია, რედაქტორ-კონსულტანტი
  • ეპილეფსიის საკავშირო პრობლემური კომისია, თავმჯდომარე (1967-)
  • იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაცია, წევრი (1968-)
  • პოლონეთის ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოება , საპატიო წევრი
  • საბჭოთა კავშირის ნეიროქირურგთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საქართველოს ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1975-)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1967-)
  • უნგრეთის ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოება საპატიო წევრი, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 1945 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: