შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ავალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარიის კურსი 1895 წელს. იმავე წლის აგვისტოში დაინიშნა სოფელ მარტყოფის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად; შემდეგ ის მასწავლებლად გადაიყვანეს სოფელ რუისში, სადაც მუშაობდა 1892 წლამდე. 1892 წლიდან მასწავლებლობას თავი დაანება და საზოგადოებრივ-ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო ხელი. 1907 წლიდან მსახურობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში"; ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა წერილებსა და კორესპონდენციებს, უმთავრსად გლეხობის ყოფა-ცხოვრებასა და ქართული ენის ამა თუ იმ მტკივნეულ საკითხებზე, თარგმნიდა, ითვლებოდა ქართული ენის შესანისნავ მცოდნედ, ქართულ სალიტერატურო ენაში შემოიტანა რამდენიმე სიტყვა. რამდენიმე ათეული წელი უანგაროდ ემსახურებოდა ჩვენს საზოგადოებას. წყარო:nateba.websail.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |