The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირილე არველაძე

კირილე არველაძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:20 აგვისტო, 1950  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ჭაგანი, ქუთაისის მაზა.

დაამთავრა ქ. სტავროპოლის სასულიერო სემინარია 1897 წელს.

1897-1906წწ.  სენაკის მაზრის სოფელ ბანძის სკოლის მასწავლებელი; 1906 წელს შევიდა დერპტის (ქ. ტარტუ, ესტონეთი) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1908 წელს უსახსრობისა და ავადმყოფობის გამო იძულებული იყო დროებით წამოსულიყო უნივერსიტეტიდან; 1908-1911წწ. "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" კავკავის ოთხწლიანი დაწყებითი კურსების მასწავლებელი; 1911 წელს დაუბრუნდა დერპტის უნივერსიტეტს და წარმატებით დაამთავრა იგი 1912 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დანიშნეს თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად; 1915 წელს დანიშნეს გორის სამასწავლებლო სემინარიის ქართული ენის, ასევე არითმეტიკისა და მისი სწავლების მეთოდიკის მასწავლებლად; 1918 წლიდან ამავე სემინარიის დირექტორი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გორის სამასწავლებლო სემინარია გადაკეთდა პედაგოგიურ ტექნიკუმად, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 1931 წლამდე. ამავე პერიოდში იყო გორის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, ცვლიდა აღმასკომის თავმჯდომარეს მისი არყოფნის დროს, ხელმძღვანელობდა ქალაქის საბჭოს განათლების სექციას, აქტიურად მონაწილეობდა გორის რიაონის სამომხმარებლო კოოპერაციის მუშაობაში, თავმჯდომარეობდა გორის სამხარეოთმცოდნეო საზოგადოებას, კითხულობდა მოხსენებებსა და ლექციებს, ათავსებდა წერილებს პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთებში და სხვა. 1931 წლიდან სამუშაოდ გადმოვიდა თბილისში და რუსულ ენას ასწავლიდან სხვადასხვა ტექნიკუმში. თბილისში იგი ჩაება პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პედაგოგიკის ისტორიის სექციის მუშაობაში, მოაგროვა საქართველოს სკოლების ისტორიის მასალები და ინსტიტუტს ჩააბარა შვიდი შრომა.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.netქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.197

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: