The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ თამარაშვილი

მიხეილ თამარაშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე თამარაშვილი
სხვა სახელი:მიქაელ თამარათი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:სექტემბერი, 1858
გარდაცვ. თარიღი:16 სექტემბერი, 1911  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო ახალციხის სამრევლო სკოლაში. 1878 წლიდან სწავლობდა კონსტანტინოპოლში კათოლიკე მოძღვრის პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართულ სასწავლებელში, 1881–1883 წლებში ესპანეთში, სასულერო სემინარიაში. 1888 წელს დაამთავრა პარიზის წმ. ლაზარეს დიდი სასულიერო სასწავლებელი.

გაეცნო პარიზის სამეცნიერო ცხოვრებას, მუშაობდა წიგნსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში. 1890 წელს ცარიზმის მოხელეებმა, იგი როგორც  "უცხო იდეებით" გამსჭვალული პიროვნება, თბილისიდან გააძევეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება აუკრძალეს. 1891 წელს ჩავიდა რომში და სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1894 წელს და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. ფრანგულ და იტალიურ პერიოდიკაში აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე. ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში მიხეილ თამარაშვილმა გამოავლინა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. მან დაამუშავა საქართველო–ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალები და გამოსცა "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" (თბ. 1902), "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას" (თბ. 1904). მისმა წიგნმა "საქართველოს ეკლესიის ისტორია"(რომი, 1910, ფრანგულ ენაზე) დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. მიხეილ თამარაშვილმა აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი. მას დიდი წვლილი მიუძღვის სულხან–საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. მან ერთ–ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას. 1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფელ სანტა–მარინელასთან სახელოვანი მეცნიერი დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას, 53 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა 18 სექტემბერს სანტა-მარინელას ეკლესიაში, თუმცა, დღემდე უცნობი მიზეზების გამო, მალევე მისი ცხედარი ქალაქ ჩივიტავეკიას წმინდა მარინის პანსიონში გადაასვენეს, 1978 წელს იტალიის ქალაქ ჩივიტავეკიიდან გადმოასვენეს საქართველოში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი მეცნიერული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ინახება კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა  ეროვნულ ცენტრში. თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთს ენციკლოპედია: ტ.4.–თბ.,1979.–გვ.578

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: