შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე როინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. 50–იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, სადაც მხატვარ ვ. ხლამოვის ხელმძრვანელობით ეუფლებოდა მხატვრობასა და ფოტოგრაფიას. 1865 წელს თბილისში გახსნა ფოტოგრაფიული სტუდია "რემბრანდტი". 1887–1888 წლებში ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში მოაწყო ეროვნული მოძრავი გამოფენა. გადაიღო ქართველ ლიტერატორთა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ა. ყაზბეგი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, გ. გურიელი და სხვ.) სურათები. შექმნა შოთა რუსთაველის პორტრეტის ფოტორეპროდუქცია. ალექსანდრე როინაშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ხალხის ყოფა–ცხოვრების ასახვა იყო. მან თავისი ფოტოსურათების მდიდარი კოლექცია და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.–თბ.,1984.–გვ.423
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |