Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე როინაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. 50–იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, სადაც მხატვარ ვ. ხლამოვის ხელმძრვანელობით ეუფლებოდა მხატვრობასა და ფოტოგრაფიას. 1865 წელს თბილისში გახსნა ფოტოგრაფიული სტუდია "რემბრანდტი". 1887–1888 წლებში ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში მოაწყო ეროვნული მოძრავი გამოფენა. გადაიღო ქართველ ლიტერატორთა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ა. ყაზბეგი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, გ. გურიელი და სხვ.) სურათები. შექმნა შოთა რუსთაველის პორტრეტის ფოტორეპროდუქცია. ალექსანდრე როინაშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ხალხის ყოფა–ცხოვრების ასახვა იყო. მან თავისი ფოტოსურათების მდიდარი კოლექცია და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.–თბ.,1984.–გვ.423
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |