შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ როინიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აშხაბადი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1929 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სამშენებლი, საპროექტო სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში. 1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, 1959 წლიდან კი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ნიკოლოზ როინიშვილის სამეცნიერო ნაშრომების მთავარი თემა იყო რკინიგზების მიმოკვლევა და დაპროექტება. მის მიერ დამუშავებული პრობლემა - კლდოვანი ჩამოქცევებისაგან ლიანდაგის დამცავი ნაგებობების დაპროექტების და გაანგარიშების მეთოდიკა მსოფლიო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს და დღემდე სახელმძღვანელოდ არის მიჩნეული. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1957). სპეციალისტი რკინიგზის ტრანსპორტის დარგში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984. -გვ.423; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.122 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |