The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ბურჭულაძე

გრიგოლ ბურჭულაძე
დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:1941  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა გომი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი 1879 წელს, 1886 წელს დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი.

1881 წელს ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის მოსამზადებელი განყოფილების ხელმძღვანელად მიიწვიეს; 1887 წელს დანიშნეს თელავის საქალაქო სასწავლებელში მოსამზადებელი განყოფილების მასწავლებლად; 1889 წელს თელავიდან ზაქათალის საქალაქო სასწავლებელში გადაიყვანეს; 1891 წელს ახალციხის საქალაქო სასწავლებელში გადაიყვანეს; ამავე წელს ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოებამ მდივნად აირჩია; 1896 წელს მისი თაოსნობით ახალციხის ქართველმა საზოგადოებამ დაიწყო სკოლისათვის შენობის აგება. მან ახალციხის ქართველობას მდიდარი სამკითხველი-წიგნსაცავი დაუტოვა; 1901 წლიდან ერევნის საქალაქო სასწავლებელში მუშაობდა; 1906 წელს გადავიდა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში მათემატიკის მასწავლებლად; 1911 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარიიდან გაანთავისუფლეს და იგი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. 1914 წლიდან სკოლებისა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელ-მეთვალყურეობა მიანდო; 1925-1933წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის მე-9 სკოლის გამგედ; 1933 წელს დანიშნეს თბილისის რკინიგზის სკოლის ინტერნატში აღმზრდელ-მასწავლებლად; 1937 წელს ხანდაზმულმა პედაგოგმა თავი დაანება პრაქტიკულ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

წყარო: nateba.websail.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , საქმეთა მწარმოებელი და მდივანი

გააზიარე: