შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიტროფანე ლაღიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭოლევი, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი. 14 წლის იყო, როდესაც მუშაობა დაიწყო ქუთაისში, პეტრე(პავლე) კოკოჩაშვილისა და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში. 1900 წელს მან ქუთაისის ლიმონათის წარმოების ბაზაზე შექმნა ხილეული სასმელების წარმოების ამხანაგობა და უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა. 1902 წელს იგი გაემგზავრა გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც მან ხილეული წყლის წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია შეისწავლა. 1890–1917 წლებში ქუთაისში დახმარებას უწევდა რევოლუციონერებს. იყო წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მისი ხელშეწყობით 1904 წელს ქუთაისში აშენდა ელექტრო სადგური, რომელმაც პირველად მიაწოდა ქუთაისს ელექტრო ენერგია. მან პირველმა გამოიყენა წარმოებაში საქართველოს სხვადასხვა რაიონის ხილი ნატურალური უაკოჰოლო სასმელების დასამზადებლად. შეიმუშავა ხილის სიროფის დამზადების ორიგინალური მეთოდი, ხილის ესენციების რეცეპტურა და მიღების ტექნოლოგია. მის მიერ დამზადებულ სასმელებს მიღებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები(ვენა, პეტერბურგი და სხვ.) მიტროფანე ლაღიძის მიერ შემუშავებული რეცეპტურა საფუძვლად დაედო უალკოჰოლო სასმელების წარმოების განვითარებას. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანას. უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.146; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.304 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |