The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიტროფანე ლაღიძე

მიტროფანე ლაღიძე
Date of birth:22 June, 1869
Date of death:2 January, 1960  (at 90 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Manufacturer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოლევი, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი.

14 წლის იყო, როდესაც მუშაობა დაიწყო ქუთაისში, პეტრე(პავლე) კოკოჩაშვილისა და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში. 1900 წელს მან ქუთაისის ლიმონათის წარმოების ბაზაზე შექმნა ხილეული სასმელების წარმოების ამხანაგობა და უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა. 1902 წელს იგი გაემგზავრა გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც მან ხილეული წყლის წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია შეისწავლა. 1890–1917 წლებში ქუთაისში დახმარებას უწევდა რევოლუციონერებს. იყო წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მისი ხელშეწყობით 1904 წელს ქუთაისში აშენდა ელექტრო სადგური, რომელმაც პირველად მიაწოდა ქუთაისს ელექტრო ენერგია. მან პირველმა გამოიყენა წარმოებაში საქართველოს სხვადასხვა რაიონის ხილი ნატურალური უაკოჰოლო სასმელების დასამზადებლად. შეიმუშავა ხილის სიროფის დამზადების ორიგინალური მეთოდი, ხილის ესენციების რეცეპტურა და მიღების ტექნოლოგია. მის მიერ დამზადებულ სასმელებს მიღებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები(ვენა, პეტერბურგი და სხვ.) მიტროფანე ლაღიძის მიერ შემუშავებული რეცეპტურა საფუძვლად დაედო უალკოჰოლო სასმელების წარმოების განვითარებას. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანას. უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.146

Member of Organizations

  • დრამატული საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი
  • ქუთაისის "საგამომცემლო ამხანაგობა", დამაარსებელი

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: