The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბადრი მაისურაძე

ბადრი მაისურაძე
Date of birth:13 November, 1966  (58 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1989 წელს(ვოკალური).

თავდაპირველად სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე; ერთხანს მუშაობდა კინომსახიობის თეატრში(ხელმძღვანელი პროფესორი მ. თუმანიშვილი), გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში("ნეილონის ნაძვის ხე", "ახალი წელი", "პირველი სიყვარული"); 1989 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია; 1993 წლიდან მონაწილეობდა ბათუმის საოპერო თეატრის საპრემიერო სპექტაკლში(აბესალომის პარტია, ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"); 1994 წელს გახდა ფ. ვენიასის(ბარსელონა) და ი. ბიორლინგის(სტოკჰოლმი) საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი; ამავე წლიდა მოსკოვის "დიდი თეატრის" სოლისტია, აქ შეასრულა მთავარი პარტიები ოპერებში: დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური", ვერდის "ტრავიატა", "აიდა", "ბალ–მასკარადი", "ბედისწერის ძალა", ბელინის "ნორმა", ჩილეას "ადრიენა ლეკუვრერი", პუჩინის "ტოსკა"; 1993 წელს შედგა მისი საერთაშორისო დებიუტი ლიეჟის(ბელგია) თეატრში, სადაც შეასრულა გრიგორის პარტია მუსორგსკის "ბორის გოდუნოვში; 1999 წელს პირველად გამოვიდა მილანის "ლა–სკალას" სცენაზე(ანდრეის პარტია პ. ჩაიკოვსკის "მაზეპა"); გამოდის მსოფლიოს მრავალი ცნობილი თეატრის სცენაზე; თანამშრომლობს გამოჩენილ მუსიკოსებთან(მ. როსტროპოვიჩი, ვ. გერგიევი, რ. მუტი, ს. ოზავა); რეპერტუარში აქვს კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები, ასრულებს ტენორის პარტიას ბეთჰოვენის მე–9 სიმფონიაში, ვერდის "რეკვიემში", ბრიტენის "სამხედრო რეკვიემში"; დიდ წარმატებას მიაღწია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში, ირლანდიაში, სამხრეთ აფრიკაში; თანამშრომლობს ევროპის ცნობილ საოპერო დასებთან: Deutche Opera(ბერლინი), Real Opera(მადრიდი), San Carlo(ნეაპოლი). არის ი. ბიორლინგის საერთშორისო კონკურსის (სტოკჰოლმი, 1994) და ფ. ვენიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ბარსელონა, 1994) გამარჯვებული. დრამატული ტენორი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 161; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.466-467


Share: