შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ ლაღიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1936 წელს. 1953 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ორგანული სინთეზის ლაბორატორიის გამგე. რ. ლაღიძის შრომები ეძღვნება ძირითადად მრავალატომიანი სპირტების, აცეტილური გლიკოლებისა და მათი რთული ეთერების არენებთან კონდენსაციათა რეაქციებს. ამ გზით განხორციელდა მრავალრიცხოვანი ალიფატურ–არომატული სპირტების, ეთერების, ციკლური კეტონების, ამინებისა და ამინოთიოლების სინთეზი. აცეტილენური გლიკოლების საფუძველზე მიიღო პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, რომელსაც აგრეთვე "ლაღიძის ნახშირწყალბადებს" უწოდებენ. სამეცნ. მოღვაწეობის პარალელურად 1952 წლიდან ლექციებს კითხულობდა ორგანულ ქიმიაში ქუთაისში ა. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდელი ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), საქართველოს სოხუმის სუბტროპიკულ მეურნეობათა და საქართველოს პოლიტექნიკურ (ამჟამად სტუ) ინსტიტუტებში. მანვე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრთან ჩამოაყალიბა ბიოპრეპარატების სინთეზის ლაბორატორია (1968). ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1955). მიტროფანე ლაღიძის შვილი. წყარო: ქსე: ტ.6.–თბ.,1983.–გვ.146; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.304 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |