The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიშა ლაღიძე

ოფიციალური სახელი:გრიგოლ ლაღიძე
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1904  (120 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი.

1923–1925 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დრამატულ ფაკულტეტზე.

1925 წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მსახიობად. 1926–1928 წლებში იყო ბათუმის, 1928–1929 წლებში კი თბილისის სატირის თეატრის მსახიობი. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის "სათეატრო კომბინატის" სარეჟისორო განყოფილებაზე. 1932 წელს დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში მსახიობად და რეჟისორად. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ლევან ხიმშიაშვილი(დ. ერისთავის "სამშობლო"), ბეგლარი(კ. კალაძის "როგორ?"). დადგმული აქვს სპექტაკლები: პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული", ლ. გოთუას "სამსახიობა რაინდისა"(კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი). 

წყარო: ქსე: ტ.6.–თბ.,1983.–გვ.146; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.303

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: