შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს, მოსკოვის ალ. მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის ასპირანტურა 1976 წელს. 1970–1973წწ. იყო მცხეთის რაისაავადმყოფოს თერაპევტი; 1978–994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტონიის დროს მეტაბოლურ და ჰორმონალურ ცვლილებებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვალის მინერალოკორტიკოიდული ფუნქციის შესწავლა ჰიპერტონული დაავადებისა და ორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს", დაიცვა 1977 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მეტაბოლური ცვლილებების პროგნოსტიკული და დიაგნოსტიკური მნიშვნელობა სხვადასხვა გენეზის გულის უკმარისობის დროს", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.154 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |