The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კილაძე

ნინო კილაძე
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1979 წელს.

1979–1980წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის ექიმი; 1980–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის ასისტენტი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებშიც ძირითადად გაშუქებულია შრომის ჰიგიენის საკითხები. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცხელი მიკროკლიმატის პირობებში მომუშავე ქალთა გადახურებისაგან დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიებების ფიზიოლოგიურ–ჰიგიენური დასაბუთება", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.155

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: