The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალოიზ მიზანდარი

ალოიზ მიზანდარი
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1838
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1912  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

1855–1863წწ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტზე.

გამოდიოდა უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად; მ. ბალაკირევთან და ა. რუბინშტეინთან ახლო ურთიერთობამ გავლენა მოახდინა მის შემდგომ მოღვაწეობაზე; 1883 წელს პეტერბურგში გამოიცა ა. მიზანდარის რომანსი "ჩვენ დავშორდით", ეს იყო რუსეთში ქართული მუსიკალური ნაწარმოების გამოქვეყნების პირველი შემთხვევა(პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი); 1865–1867წწ. ის ცხოვრობდა პარიზში, შემდეგ ვენაში, სადაც მართავდა კონცერტებს; პეტერბურგში სწავლისას და ევროპაში გასტროლების დროს(პარიზი, ვენა 1865-1867წწ.) ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩაიკოვსკისთან, რუბინშტეინთან, ბალაკირევთან, ლისტთან, როსინისთან, ბრამსთან, გუნოსთან, ვერდისთან; გადმოცემის თანახმად, მიზანდარი და ლისტი ხშირად უკრავდნენ ოთხ ხელში; 1874 წელს ხარლამპი სავანელსა და კ. ალიხანოვთან ერთად თბილისში დააარსა პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც 1886 წელს გარდაიქმნა სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა; მიზანდარის საკონცერტო გამოსვლებს კრიტიკა მაღალ შეფასებას აძლევდა: "იშვიათი მოხდენილობითა და გენიალური შესრულებით ბატონმა მიზანდარმა მსმენელები განაცვიფრა"(გაზეთები: "Der Wanderer"(1867), "Die Debate"(1867), "Vorderblatt"(1867), "Neue Wienner Theaterzeitung"(1867); მიზანდარის საფორტეპიანო ნაწარმოებები ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუშებია; დაკარგულია მრავალი ნაწარმოები, მათ შორის ოთხხმიანი მესები, რომლებიც თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში სრულდებოდა; იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, გამოჩენილი პედაგოგი, მისი მოსწავლე იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ანა თულაშვილი, ასევე ე. ი. პოლტორაცკაია; მის ნაწარმოებებს შორის საყურადღებოა "ორი პატარა ვალსი", "აღმოსავლური მელოდია და ლეკური", "მაზურკა–ფანტაზია", "მაზურკა", "მოგონება აბასთუმანზე". 

 წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 175; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. -გვ. 679. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილება, საპატიო წევრი

გააზიარე: