შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ კირტავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1983წწ. იყო დისპანსერულ–პოლიკლინიკური განყოფილების ექიმი–ჰემატოლოგი; 1983–1986წწ. დისპანსერულ–პოლიკლინიკური სამეცნიერო განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986–1995წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან პოლიკლინიკური განყოფილების გამგე; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის ერთი გამოგონება. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე მცირეპროცენტული ლეიკოზის კლინიკური, მორფოფუნქციონალური თავისებურებანი, დიფერენციალური დიაგნოზი და მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.157 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |