The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ცინცაძე

ნინო ცინცაძე
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1971  (52 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი; 1999-2000 წლებში სწავლობდა გიოტინგენის(გერმანია) უნივერსიტეტში.

მუშობდა გაზეთ "24 საათში", იყო ჟურნალ "სოლიდარობის" რედაქტორი; 2009 წლიდან არის ვებსაიტ tolerantoba.ge-ს რედაქტორი და მუშაობს ტოლერანტობის ცენტრში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე. 2006 წელს დააფუძნა "პორტიჯის" ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა ახორციელებს პროექტებს სკოლამდელი ინკლუზიური განათლებისა და ენისა და მეტყველების თერაპიის სპეციალობის გასავითარებლად. არის არაერთი პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი, მთარგმნელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, უფლებადამცველი.

სადისერტაციო თემა - "დრო და სივრცე ოდისეაში", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.73 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი, დამფუძნებელი (2006-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: