Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიდიმ მირცხულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს. 1936–1938წწ. მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სხელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამუსიკო ნაწილის გამგედ და დირიჟორად; 1937 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1951 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1968 წლიდან პროფესორი; განსაკუთრებული წარმატებები ჰქონდა ზ. ფალიაშვილის ოპერების "აბესალომ და ეთერის", და "დაისის", ჟ. ბიზეს "კარმენი", ჯ. ვერდის "ტრუბადურები", შ. გუნოს "ფაუსტი", ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი", პ. ჩაიკოვსკის "მაზეპა", ა. ბოროდინოს "თავადი იგორი", დ. თორაძის "გორდა", ა. ბალანჩივაძის "მთების გული", გ. კილაძის "სინათლე", ა. მაჭავარიანის "ოტელო" და სხვა. საბალეტო სპექტაკლის "გორდას" მუსიკალური მომზადებისა და საუკეთესო დირიჟორობისათვის მიეკუთვნა სსრრკ სახელმწიფო პრემია. ჩაატარა 2000–მდე სპექტაკლი; არაერთი სპექტაკლი აქვს დადგმული კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე; მისმა საშემსრულებლო და პედაგოგიურმა მოღვაწეობამ ღრმა კვალი გაავლო ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 177; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.85-86 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |