შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიკო ბენდელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. გაიარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. 2011 წლიდან მუშობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის "ძალადობის ალტერნატივის პროექტის"(AVP International) ფასილიტატორი და რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2007 წლიდან ჩართულია სამშვიდობო პროცესებში, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფორმატით გამართულ ქართულ-აფხაზურ და სამხრეთკავკასიურ სამოქალაქო დიალოგში; მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში, ტრენინგსა და კონფერენციაში; მუშობს დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ "სინერგიაში"; ხელმძღვანელობს მშვიდობისა და რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრს. სამოქალაქო აქტივისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.109 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |