The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ მშველიძე

დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1906
გარდაცვ. თარიღი:4 სექტემბერი, 1981  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1934 წელს(თეორიული განყოფილება).

1939-1946წწ. ასწავლიდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1946 წლიდან მოსკოვშია, სადაც მუშაობდა გამომცემლობა "Музыка"-ში რედაქტორად; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; შედგენილი აქვს კრებულები "ქართული ხალხური სიმღერები"(1958, მოსკოვი), "ქართული ხალხური ქალაქური სიმრერები"(1961, მოსკოვი, 1970, მე–2 თბილისში); ძირითადი ნაშრომებია: "ქართული ხალხური მუსიკა"(1969, მოსკოვი), "საქართველოში მუსიკალური განათლების ისტორიის ნარკვევები"(1971, მოსკოვი, 1976, თბილისი) ამ დარგის დუძემდებლური ნაშრომი, ნარკვევები – "ალ. რაზმაძე", "ხარლამპი სავანელი", "სლავური სიმღერა და XVIIIს. ქართული ლირიკული პოეზია".

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 191


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: