შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ფხაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თსუ ბიზნესის უმაღლესი სკოლა. მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ჯორჯტაუნის(ვაშინგტონი, აშშ) უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში, ჰარვარდის(აშშ) ბიზნესსკოლასა და ჯონ კენედის სახელობის სკოლაში. მიღებული აქვს მოსკოვის(რუსეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. დაარსა ავტოგასამართი სადგურების ქსელი "კანარგო", რომელიც მოგვიანებით "ვისოლის" სახელით დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე; 2000 წლიდან სათავეში უდგას "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს; არის პრეზიდენტი "ვისოლ ჯგუფისა", რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა "ვისოლი", "სმარტი", "ვენდი", "დანკინ დონატსი", "ვიანორი" და სხვა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.128 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |