შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარი მალაზონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მიიღო დიპლომისშემდგომი განათლება ენდოკრინოლოგიაში, ჰემატოლოგიაში, დიეტოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. სხვადასხვა დროს მუშობდა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. არის კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი; ნუტრიციოლოგიაში სამაგისტრო და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი; პირველი არხის გადაცემა "ოჯახის ექიმის" ავტორი და წამყვანი; ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის სარედაქციო ჯგუფის წევრი; არაერთი პროფესიული თუ პოპულარული გამოცემის ავტორი და რედაქტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.135 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |