The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარი მალაზონია

მარი მალაზონია
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

მიიღო დიპლომისშემდგომი განათლება ენდოკრინოლოგიაში, ჰემატოლოგიაში, დიეტოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. სხვადასხვა დროს მუშობდა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. არის კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი; ნუტრიციოლოგიაში სამაგისტრო და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი; პირველი არხის გადაცემა "ოჯახის ექიმის" ავტორი და წამყვანი; ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის სარედაქციო ჯგუფის წევრი; არაერთი პროფესიული თუ პოპულარული გამოცემის ავტორი და რედაქტორი.

 წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.135

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია "930", პრეზიდენტი (2006-)
  • პრევენციული, რეგენერაციული და ასაკის დაძლევის მედიცინის ევროპის საბჭო, წევრი
  • ჟურნალი "ჯანმრთელობა", დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1999-2006)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: