The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირზა ფათალი ახუნდოვი

მირზა ფათალი ახუნდოვი
ოფიციალური სახელი:მირზა ფათალი ახუნდზადე
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1812
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 1878  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. შაქი (ნუქა), აზერბაიჯანი.

მიღებული ჰქონდა ტრადიციული სპარსულ-არაბული განათლება. 1834 წლიდან საცხოვრებლად სამუდამოდ გადმოვიდა თბილისში, მუშაობდა თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, აღმოსავლური ენებიდან მთარგმნელის თანამდებობაზე. ამ მოვალეობას იგი გარდაცვალებამდე ასრულებდა, პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამაზრო სასწავლებელში, ასწავლიდა თურქულ და სპარსულ ენებს. ახუნდოვის მოღვაწეობამ დიდი როლი შეასრულა აზერბაიჯანულ და ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. ქართულად ახუნდოვის კომედია ("ლენქორანის ხანის ვეზირი") პირველად თარგმნა აკაკი წერეთელმა "ხანის ვეზირის" სახელწოდებით (დაიბეჭდა 1898 წელს "კრებულში", № 7 და იმავე წელს წარმოადგინეს ქართულ სცენაზე). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის : ლომისა და მზის III ხარისხის ორდენი ალმასებით მორთული (სპარსეთი, 1846), ლომისა და მზის II ხარისხის ორდენი ვარსკვლავით (სპარსეთი, 1868), IV ხარისხის მეჯიდიე (ოსმალეთი). მწერალი-განმანათლებელი, ფილოსოფოსი, აზერბაიჯანული დრამატურგიის ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1997.-გვ.307; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეების პორტალი: nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1859 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1856 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: