შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს. 1979–1980წწ. მუშაობდა თბილისის N2 კლინიკურ საავადმყოფოში; 1980-1983წწ. საგარეჯოს რაი–საავადმყოფოში ექიმ–ქირურგად; 1983–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის N3 კათედრის ორდინატორი; 1985–1998წწ. თბილისის N4 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1985–1988წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო პროფ. დახმარების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი; 1997–1998წწ. საქჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ცენტრის დირექტორი; 1998 წლის აპრილიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპლექსურ–საექსპერტო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის. ზოგადი ქირურგი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუცლის ღრუს მაგნეტიტის სუსპენზიით ინტროოპერაციული დამუშავცების გავლენა გავრცელებული პერიტონიტით დაავადებულ ავადმყოფთა ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.158
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |